გეგუთის N1 სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელი შთამბეჭდავად დაიწყო - სწავლის პირველ დღეს წარმატებულ მოსწავლეს სტიპენდია გადაეცა
21-09-2022
თამარ მეფის სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის N1 სკოლაში ახალი, 2022-2023 სასწავლო წელი განსხვავებულად და შთამბეჭდავად დაიწყო.
ქუთაისის დ. ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრის დირექტორის, ქუთაისის საპატიო მოქალაქის, მერაბ კვიცარიძის ინიციატივითა და დაფინანსებით სკოლის ისტორიაში პირველად ლეგენდარული ქართველის, ღირსეული პიროვნების, უბადლო მეგობრისა და კოლორიტის, გეგუთის მკვიდრის სულხან მამისეიშვილის სახელობის სტიპენდია გაიცა.
სტიპენდიის მფლობელი მე-7 კლასის მოსწავლე ალექსანდრე ყუბანეიშვილი გახდა.
მერაბ კვიცარიძის გადაწყვეტილებითა და სკოლასთან თანამშრომლობით გადაწყდა, რომ ყოველი წლის 15 სექტემბერს მე-7 კლასის ერთი მოსწავლე სულხან მამისეიშვილის სახელობის სტიპენდიას მიიღებს.
აღნიშნული ფაქტის აღსანიშნავად მე-7 კლასს სიმბოლურად „სულხან მამისეიშვილის კაბინეტის“ სახელი მიენიჭა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს