საჩხერის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის მქონე პირთა მხარდასაჭერად ფერადი წინდები მოქსოვეს
03-04-2018
აკაკი წერეთლის სახელობის საჩხერის N1 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღნიშნეს. სკოლა დაუნის სინდრომის მქონე პირთა მხარდასაჭერად ჭრელი წინდების კამპანიას - „წინდა მინდა“ შეუერთდა. მასწავლებლებმა და მათმა აღსაზრდელებმა ფერადი წინდები შეიძინეს და ფოტოები გადაიღეს. ზოგიერთმა მათგანმა წინდები საკუთარი ხელით მოქსოვა.
21 მარტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 2011 წლიდან დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება.
მსოფლიო ამ დღეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევების გარშემო ერთიანდება. უკვე მრავალი წელია ჭრელი წინდები სოლიდარობის სიმბოლოდ იქცა.
ჭრელი წინდის კამპანიის ფარგლებში, მსურველები, სპეციალურად კამპანიისთვის დამზადებული ჭრელი წინდების შეძენით, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს ეხმარებიან. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“