წალენჯიხის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ღონისძიებით განახლდა
21-09-2022
წალენჯიხის N3 საჯარო სკოლაში ახალი 2022-2023 სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დაიწყო.
მონატრებული პედაგოგები და მოსწავლეები ერთმანეთს დიდი სიხარულით შეხვდნენ. მრავალფეროვანმა ღონისძიებამ კი საზეიმო განწყობა კიდევ უფრო მეტად აამაღლა. პირველკლასელებს პედაგოგებმა საზეიმოდ ბუკები და სახელმძღვანელოები გადასცეს.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეები სასკოლო საზოგადოების წინაშე მუსიკალური ნომრებით წარსდგნენ. ასევე, მოსწავლეები, რომლებიც გასულ სასწავლო წელს სხვადასხვა კონკურსებში მონაწილეობდნენ საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდნენ.
სკოლის დირექცია მოსწავლეებსა და პედაგოგებს ულოცავს სწავლის დაწყებას და წარმატებულ წელს უსურვებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს