მარნეულის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეთა საზეიმო განწყობაზე სწავლის პირველ დღეს ანიმატორებმა იზრუნეს
21-09-2022
მარნეულის N5 საჯარო სკოლაში ახალი 2022-2023 სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დაიწყო.

მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ერთმანეთს დიდი სიხარულით შეხვდნენ. მრავალფეროვანმა ღონისძიებამ კი საზეიმო განწყობა კიდევ უფრო მეტად აამაღლა.

მიწვეულმა სტუმრებმა და ანიმატორებმა მოსწავლეების განწყობაზე იზრუნეს, რამაც პირველი დღე დაუვიწყარი გახადა.

ბავშვებმა და ამაგდარმა პედაგოგებმა ერთმანეთს სწავლის დაწყება მიულოცეს და წარმატებული წელი უსურვეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203