ნაბაკევის საჯარო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა სასწავლო წელი ჩვეული შემართებით დაიწყეს
21-09-2022
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბაკევის საჯარო სკოლაში ახალი 2022-2023 სასწავლო წელი ჩვეული შემართებითა და ენერგიით დაიწყო.
სკოლის დირექცია და პედაგოგები მონატრებულ მოსწავლეებს განსაკუთრებულად შეხვდნენ. მოსწავლეებს გალამაზებული სასკოლო გარემო დაახვედრეს და სწავლის დაწყება მიულოცეს. სკოლის პირველი დღე მეტად ემოციური პირველკლასელთათვის იყო, რომელთაც ღვაწლმოსილმა პედაგოგმა ბუკები და სახელმძღვანელოები დაახვედრა.
„ყველას ვუსურვებთ წარმატებებს. განსაკუთრებით პირველ კლასელებს, რომლებმაც დღეს პირველად შედგეს ფეხი საკლასო ოთახში და შეუდგნენ იმ გრძელ, თავგადასავლებით დატვირთულ გზას, რომელსაც სასკოლო ცხოვრება ჰქვია. ვისწრაფოთ წინ ცოდნის მწვერვალების დასაპყრობად“, - ვკითხულობთ სკოლის დირექციის მისალოც წერილში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს