მარნეულის N6 საჯარო სკოლაში პირველკლასელებს შთამბეჭდავი ღონისძიებით დახვდნენ
21-09-2022
​მარნეულის N6 საჯარო სკოლაში ახალი 2022-2023 სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დაიწყო.

მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ერთმანეთს დიდი სიხარულით შეხვდნენ. სკოლაში დირექციის ხელმძღვანელობით განსაკუთრებული დახვედრა პირველკლასელებს მოუწყეს.

პატარებს სკოლაში შთამბეჭდავი ღონისძიება და ლამაზად გაფორმებული კლასები დაახვედრეს. პატარებს საზეიმო დახვედრამ მოტივაცია და განწყობა კიდევ უფრო აუმაღლა.

აღსანიშნავია, რომ პირველკლასელთა განწყობაზე მიწვეულმა სტუმარმაც იზრუნა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას საინტერესო აქტივობები შესთავაზა.

პედაგოგები ბავშვებს ცოდნის სამყაროში შეუძღვნენ და მათთვის შესაფერისი სასწავლო გარემო შექმენს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203