ზემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს
21-09-2022
15 სექტემბერს, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს. 

სკოლის დირექციამ სასკოლო საზოგადოებას საზეიმო დახვედრა მოუწყო. საქართველოს ჰიმნის ფონზე საზეიმოდ აღიმართა სახელმწიფო დროშა. დირექტორმა და პედაგოგებმა მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცეს და ბედნიერი და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს. პირველკლასელებს საზეიმოდ გადაეცათ მათთვის განკუთვნილი კომპიუტერები და სახელმძღვანელოები. 

სკოლის დირექცია პედაგოგებს სწავლის დაწყებას კიდევ ერთხელ ულოცავს. 

„ზემო ვაშლოვანის საჯარო სკოლა გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და გისურვებთ მუდამ წარმატებული გზებით სვლას“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციაზე ყოველთვის აქტიურად ზრუნავენ და ამ მიზნით მრავალფეროვან და საინტერესო საგანმანათლებლო გარემოს სთავაზობენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203