ვერტყვიჭალის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დაწყება აღნიშნეს
21-09-2022
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერტყვიჭალის საჯარო სკოლაში ახალი 2022-2023 სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დაიწყო.
მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ერთმანეთს დიდი სიხარულით შეხვდნენ. მრავალფეროვანმა ღონისძიებამ კი საზეიმო განწყობა კიდევ უფრო მეტად აამაღლა.
განსაკუთრებული დახვედრა მაინც პირველკლასელთათვის შედგა, რადგან პატარებმა ცოდნის ტაძარში პირველად შეაბიჯეს. პატარებს საზეიმო ვითარებაში ბუკები და სახელმძღვანელოები გადაეცათ.
სასკოლო საზოგადოებას დირექტორმა, ლენა აბაშიძემ მიმართა და სწავლის დაწყება მიულოცა.
„ძვირფასო მოსწავლეებო, მშობლებო, მასწავლებლებო გილოცავთ ახალი 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებას. გისურვებთ მშვიდობას და ჯანმრთელობას!“, - ვკითხულობთ დირექტორის, ლენა აბაშიძეს მილოცვაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს