რიონის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სასურველი უნივერსიტეტების სტუდენტები გახდნენ
21-09-2022
სერგეი მესხის სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ამაგდარი პედაგოგები და სასკოლო საზოგადოება ასახელეს.

კურსდამთავრებულები: თედო მხეცაძე, დეა ჯღამაძე, ნინი ჭელიძე, დავით მაღლაფერიძე და ანრი მიქაუტაძე სხვადასხვა უნივერსიტეტებში წარმატებით ჩაირიცხნენ.

ოქროს მედლის კანდიდატი, თედო მხეცაძე 50%-იანი გრანტით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა.

სკოლის პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს ახალგაზრდებს სტუდენტური ცხოვრების დასაწყისს და მათ შემდეგ სიტყვებს - „ჩვენ ვიცით რომ „ფრენა არსაით გაგიჭირდებათ!“ უძღვნიან.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203