რიონის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიება გაიმართა
21-09-2022
სერგეი მესხის სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი ამაღლებული განწყობით დაიწყო.

საზეიმო ღონისძიებაზე საქართველოს ჰიმნი გაჟღერდა, რამაც სასკოლო საზოგადოებას განწყობა მეტად აუმაღლა.

დირექტორმა, სერგო მაღლაფერიძემ შეკრებილ საზოგადოებას ახალი სასწავლო წელი მიულოცა და მოსწავლეებსა თუ პედაგოგებს წარმატებები უსურვა.

დირექტორმა სამადლობელი სიგელით გასული წლის წარმატებული პროექტის მენეჯერი, სკოლის პედაგოგი ლიკა სანებლიძე დააჯილდოვა. კომპიუტერებით დასაჩუქრდნენ პირველკლასელები და სიგელები წარმატებულ მოსწავლეებს გადაეცათ.

სკოლის პირველკლასელებთან შესახვედრად და მისალოცად სკოლას რიონის თემის მაჟორიტარი დეპუტატი, გამგებელი და გამგებლის მოადგილე სტუმრობდნენ.

„გილოცავთ ახალ სასწავლო წელს! გისურვებთ წარმატებებს“, - წერია მისალოც წერილში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203