ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლის წარმატებულ მოსწავლეს, ანასტასია პაპუნაშვილს izrune.ge-ს დიპლომი გადაეცა
21-09-2022
სოსო ღვინიაშვილის სახელობის გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე ანასტასია პაპუნაშვილი izrune.ge-ს ტესტებს წარმატებით ასრულებს.

ის „იზრუნე.ჯი“-ს დიდი ოჯახის წარმატებული და ბეჯითი წევრია. ანასტასია პაპუნაშვილizrune.ge-ს საზაფხულო პროექტ „გაიცანი საქართველო"-ში აქტიური ჩართულობისა და ბრწყინვალე შედეგებისთვის დიპლომი გადაეცა.

მისი დამრიგებელი ქრისტინე ორველაშვილია.

„ერთი წელია რაც „იზრუნე.ჯი“-ში ვარ ჩართული და ძალიან მომწონს. განსაკუთრებით შემაჯამებლი ტესტი მიყვარს. ყველა ბავშვს ვურჩევ ჩაერთონ ამ პროექტში, მადლობა ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს და ჩემი განათლების პირად მენეჯერს - ქალბატონ ელენეს ყურადღებისთვის და მზრუნველობისთვის. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს დამრიგებელს - ქრისტინე ორველაშვილს, ჩემი დაწყებითის მასწავლებელს - მარიკა ორველაშვილს და ჩემი სკოლის დირექტორს - მაია ზაკალაშვილს",- ამბობს მე-5 კლასის მოსწავლე ანასტასია პაპუნაშვილი.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203