მარელისის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტის განხორციელება დაიწყო
21-09-2022
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისის საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელს პროექტის - „გენდერული პასუხისმგებლობის მქონე სწავლება თანაბარი განათლების შესაძლებლობისთვის“ განხორციელება დაიწყო.

პროექტის მხარდამჭერი სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი - CCIIR გახლავთ.

პროექტის ფარგლებში სკოლის დირექტორებმა შესაბამისი ტრენინგი გაიარეს ხოლო, შემდეგ პედაგოგებმა. ტრენინგი ძალიან საინტერესო და თემატური პრეზენტაციით დაგვირგვინდა.

„ტრენინგზე ყურადღება გამახვილდა მოსწავლეზე გენდერული სტერეოტიპების გავლენასა და მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა მიმართულებით სკოლაში გასატერებელ ღონისძიებებზე.

განვიხილეთ საკითხი გენდერულად დაბალანსებული სახელმძღვანელობის, გაკვეთილების და მიდგომების გამოყენების უპირატესობასა და მნიშვნელობაზე. დავსახეთ გზები გენდერულად დაბალანსებული სტრატეგიების შემუშავებასა და სკოლაში სხვადასხვა მიმართულებით დანერგვაზე.

ყველა მონაწილე აქტიურად ჩაერთო საკითხის განხილვაში, გამოითქვა საინტერესო მოსაზრებები და ინიციატივები. პრაქტიკულად იქნა ჩამოყალიბებული თემის შესაბამისი აქტივობები და დაიგეგმა მომავალი საქმიანობა სასწავლო წლის განმავლობაში. მადლობა, პროექტის ორგანიზატორებს და ჩვენი სკოლის ყველა პედაგოგს აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203