„ერთად ყველაფერს შევძლებთ“- წონიარისის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დაწყება საზეიმო ღონისძიებით აღნიშნეს
21-09-2022
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისის საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წლის დაწყება საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა.

სკოლის დირექტორმა, ზეინაბ ბერიძემ მოწვეულ სტუმრებთან ერთად: მოსწავლეებს, პედაგოგებს და პირველკლასელებს, რომლებმაც ცოდნის ტაძარში შეაბიჯეს წარმატებები უსურვა.

დირექტორმა მიწვეულ სტუმრებთან ერთად მოსწავლეებს, რომლებმაც 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს სიგელები გადასცა.

ასევე სკოლის სახელით საჩუქრად ჭადრაკის დაფა მე-2 კლასის მოსწავლეს ნინო ბოლქვაძეს გადაეცა, რომელმაც საჭადრაკო ტურნირებში წარმატებული ნაბიჯები გადადგა.

„კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. ერთად ყველაფერს შევძლებთ... წინ უკეთესი მომავლის შესაქმნელად“, - ვკითხულობთ მისალოც წერილში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203