მიქავას თემის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საზეიმო ღონისძიებით განახლდა
21-09-2022
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიქავას თემის N2 საჯარო სკოლაში ახალი 2022-2023 სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დაიწყო.

მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ერთმანეთს დიდი სიხარულით შეხვდნენ. მრავალფეროვანმა ღონისძიებამ კი საზეიმო განწყობა კიდევ უფრო მეტად აამაღლა. 

სასკოლო საზოგადოებამ საზეიმო ვითარებაში სახელმწიფო დროშა აღმართეს.

ბავშვებს ამაგდარმა პედაგოგებმა განსაკუთრებლად მორთული საკლასო ოთახები დაახვედრეს. პირველკლასელებს საკლასო ოთახში შესულებს კი კუთვნილი ბუკები და სახელმძღვანელოები დახვდათ

პედაგოგებმა და მოსწავლეებმა ერთმანეთს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და ნაყოფიერი წელი უსურვეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203