შაუმიანის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე ალბინა კაზაზიანმა მათემატიკის ოლიმპიადაში მედალი მოიპოვა
21-09-2022
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგნობრივ ოლიმპიადებში აქტიურად და წარმატებით მონაწილეობენ.

მათ შორის, IV კლასის მოსწავლემ, ალბინა კაზაზიანმა 2022 წლის „კინგსის“ მათემატიკის ოლიმპიადაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მიღწეული წარმატების აღსანიშნავად ალბინა სხვა „კინგსელებთან“ ერთად რამდენიმე დღეს გაატარებს და სახალისო აქტივობებში ჩაერთვება.

აღსანიშნავია, რომ წარმატებული მეოთხეკლასელი დირექციამ მადლობის სიგელით დააჯილდოვა.

„წარმატებას ვუსურვებთ ალბინას!“, - ამბობს, ალბინას კლასის დამრიგებელი არფინე ბადალიანი.

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203