მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექციამ მოსწავლეებს საზეიმო დახვედრა მოუწყო
21-09-2022

15 სექტემბერს, ქვეყანაში სასწავლო პროცესი გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე განახლდა, საქართველოს სკოლების კარი მოსწავლეებმა დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს, გამონაკლისი არც ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის N2 საჯარო სკოლა ყოფილა. 

სკოლის დირექციამ მოსწავლეებს საზეიმო დახვედრა მოუწყო​. საქართველოს ჰიმნის ფონზე აღიმართა სახელმწიფო დროშა. დირექტორმა სასკოლო საზოგადოებას სასწავლო პროცესის განახლება მიულოცა და ბედნიერი და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.

მოსწავლეებმა 2022-2023 სასწავლო წელი დიდი შემართებითა და ენთუზიაზმით დაიწყეს. 

სკოლის დირექცია პედაგოგებსა და მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლებას კიდევ ერთხელ ულოცავს. 

„მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექცია გილოცავთ 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებას და გისურვებთ წარმატებას!“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203