ცუცხვათის საჯარო სკოლის „ხელოვნური ინტელექტის კლუბის“ წევრებმა რობოტები ააწყვეს
21-09-2022

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცუცხვათის საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელი აქტიურად დაიწყო. 

კერძოდ, „ხელოვნური ინტელექტის კლუბის“ წევრებმა მრავალფეროვანი აქტივობები განახორციელეს და კონსტრუქტივისტული მეთოდების გამოყენებით რობოტები ააწყვეს.

მოსწავლეებისთვის, პროცესი ძალიან საინტერესო და სასიამოვნო აღმოჩნდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ რობოტები სკოლაში 2022-2023 წელს აქტიური სწავლა -სწავლებისათვის გამოადგებათ. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში ხელოვნური ინტელექტის კლუბი პროექტის - „ხელოვნური ინტელექტის კლუბები სკოლებში“ ფარგლებში შეიქმნა. ცუცხვათის საჯარო სკოლა ერთ-ერთია ოცდაათიდან, სადაც აღნიშნული პროექტი ხორციელდება.

პროექტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ამერიკის საელჩოს დემოკრატიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში ახორციელებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203