ოკამის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს სწავლის პირველ დღეს საზეიმოდ დახვდნენ
20-09-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამის N1 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.

გაიმართა მრავალფეროვანი და საინტერესო ღონისძიება, რომლეი მიმდინარეობაშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ. სკოლის ეზოში შეკრებილი მშობლებსა და ბავშვების განწყობაზე ადმინისტრაციამ და პედაგოგებმა იზრუნეს. მოსწავლეებმა სხვადასხვა ნომერი შეასრულეს, იმღერეს და ლექსები წაიკითხეს.

მასწავლებლები მოსწავლეებს დასახვედრად განსაკუთრებულად და დიდი სიყვარულით მოემზადნენ. მათ საკლასო ოთახები მორთეს და პატარებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. ისინი მონატრებულ მოსწავლეებს სულმოუთქმელად ელოდნენ.

სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. ასევე, კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ პირველკლასელებსაც.

თავის მხრივ, მოსწავლეებმა სასწავლო წელი უდიდესი შემართებითა და ხალისით დაიწყეს. მათ სკოლის კარი ჟრიამულითა და ენთუზიაზმით შეაღეს.

სკოლაში საწავლო წლის დაწყებას სრულიად სასკოლო საზოგადოებას ულოცავენ.

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:






 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203