„ცოდნის ფრთებით ჩვენ დავიპყრობთ მწვერვალებს!“- საწირის საჯარო სკოლის პედაგოგი, ნანა კუბლაშვილი კეთილშობილურ მისიას მოსწავლეთა გახარებით შეუდგა
21-09-2022

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ საწირის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო. 

პედაგოგებმა მოსწავლეებს განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს და სწავლის პირველი დღე ბავშვებს დღესასწაულად უქციეს. 

მათ შორის, თავისი კეთილშობილური მისიის საზეიმოდ შესრულებას შეუდგა პედაგოგი ნანა კუბლაშვილი. მან სასწავლო წელი მოსწავლეების გახარებით დაიწყო და მესამეკლასელებს შთამბეჭდავად მორთული საგანმანათლებლო გარემო დაახვედრა.

პედაგოგი თავის მოსწავლეებთან ერთად სასწავლო წლის დაწყებას მთელ სასკოლო საზოგადოებას ულოცავს.

„ცოდნის ფრთებით ჩვენ დავიპყრობთ მწვერვალებს! მე და ჩემი მე-3 კლასის მოსწავლეები გილოცავთ, ახალი სასწავლო წლის დაწყებას!“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203