ქინძათის საჯარო სკოლამ სასწავლო პროცესი ახალ შენობაში საზეიმოდ განაახლა
20-09-2022
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქინძათის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი ახალ შენობაში საზეიმოდ დაიწყო. 

სკოლის გახსნას ხაშურის რესურცენტრი ზვიად გოგუაძე ესწრებოდა, მან სასკოლო საზოგადოებას მიულოცა და წარმატება უსურვა. 

სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. ასევე, კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ პირველკლასელებსაც. თავის მხრივ, მოსწავლეებმა სასწავლო წელი უდიდესი შემართებითა და ხალისით დაიწყეს. მათ სკოლის კარი ჟრიამულითა და ენთუზიაზმით შეაღეს. 

სკოლაში საწავლო წლის დაწყებას სრულიად სასკოლო საზოგადოებას ულოცავენ.
 
დღე- სიხარულის,
დღე-ბედნიერების,
დღე- უამრავი ადამიანის გაბრწყინებული სახეების!..
გილოცავთ ძვირფასო მოსწავლეებო, მშობლებო, მასწავლებლებო! ახალი სკოლა გელოდებათ ახალი გამოწვევებით, ახალი იდეებით, ახალი შემართებით! მომავალი თქვენია, ჩემო ციცქნა პირველკლასელებო! ზუსტად თქვენი პატარა ციცქნა ხელებით გაიჭრა ამ ულამაზესი სკოლის გახსნის ცერემონიის ლენტი! მომავალი თქვენია!..ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ!
მადლობა მობრძანებულ სტუმრებს! მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მცირეოდენი წვლილიც კი შეიტანა ახალი სკოლის მშენებლობაში და მისი იდეების ორგანიზებაში.
წინ უამრავი წარმატება და გამოწვევაა“,- წერია სკოლის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203