ზესტაფონის N5 საჯარო სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულები დაჯილდოვდნენ
20-09-2022
ზესტაფონის N5 საჯარო სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულები მუნიციპალიტეტის მერიაში დააჯილდოვეს.
ლუკა გაბრიჭიძეს, ნინა კახნიაშვილსა და დეა ჭუმბურიძეს მერიამ სიგელები და სოლიდური თანხა გადასცა. მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და 100%-ანი გრანტი მოპიოვეს.
სტუდენტებს, ზესტაფონის მერი, ვასილ გველესიანი, მოადგილე მალხაზ შერგელაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები შეხვდნენ. მათ სტუდენტებს მიღწეული წარმატება მიულოცეს და წინსვლა უსურვეს.
სკოლის ადმინისტრაცია და დაჯილდოებული სტუდენტები მადლიერებას გამოხატავენ ზესტაფონის მუნიციპალუტეტის მერიის მიმართ. მათი თქმით, ეს ჯილდო დიდი მოტივატორია მომავალი აბიტურიენტებისთვისაც.
სკოლაში კურსდამთავრებულთა მიღწევებით განსაკუთრებულად ამაყობენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს