წყალტუბოს N1 საჯარო სკოლამ თანამშრომლობა გერმანულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან დაიწყო
20-09-2022
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლასთან გერმანულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ - „ბერგჰოფის ფონდმა“ დაიწყო.

ბერგჰოფის ფონდი სამშვიდობო დიალოგის მიმართულებით 2011 წლიდან მუშაობს. ფონდის პროექტს - „ქართულ აფხაზური კონფლიქტის ტრანსფორმაცია“ კურირებას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო უწევს, რომლის ფარგლებში 20 სექტემბერს, სკოლაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სკოლის IX, X და XI კლასების მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ მოესმინათ ბიოგრაფიული ინტერვიუ, რომელიც ანიმაციის სახით იყო გადმოცემული.

„აღნიშნული პროექტი ქართულ-აფხაზური სამშვიდობო დიალოგის ნაწილია, რომელიც ორივე საზოგადოებაში წარსულის გადააზრებას/გაანალიზებას შეეხება.

საქართველოში არსებული ეთნო პოლიტიკური კონფლიქტების თემატიკით დაინტერესება ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ინფორმაციული ცოდნის გაზრდას, კრიტიკული აზროვნების ამაღლებას და პრობლემის ანალიზის, უნარ- ჩვევების გამომუშავებას.

შეხვედრა წარმართა ფასილიტატორმა, ბელა კუპრეიშვილმა. ორგანიზაციასთან თანამშრომლობა გაგრძელდება სამუშაო შეხვედრების სახით zoom პლატფორმაზე“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ ბერგჰოფის ფონდი წლებია ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური საშვიდობო დიალოგის მიმართულებით მუშაობს.

​იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203