მატნის N2 საჯარო სკოლაში სწავლის დაწყება იზეიმეს
20-09-2022
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N2 საჯარო სკოლაში ახალი 2022-2023 სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დაიწყო.

მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ერთმანეთს დიდი სიხარულით შეხვდნენ. მრავალფეროვანმა ღონისძიებამ კი საზეიმო განწყობა კიდევ უფრო მეტად აამაღლა.

აქტივობების ფარგლებში ნიჭიერმა მოსწავლეებმა მუსიკალური ნომრები წარადგინეს და ამაგდარ პედაგოგებთან ერთად განწყობა აიმაღლეს.

აღსანიშნავია, რომ დირექტორმა, ლეილა ბათურაშვილმა სასწავლო წლის დაწყება სასკოლო საზოგადოებას მათ შორის მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებს მიულოცა, რომლებიც სკოლის უსაფრთხოებაზე დაუღალავად ზრუნავენ.

ლეილა ბათურაშვილმა თითოეული მათგანის ღვაწლი აღნიშნა და ხაზი გაუსვა, რომ მათთან ერთად სკოლის სამსახურში ყოფნა მეტად სასიამოვნოა.

„ახალ სასწავლო წელს, ახალი შემართებით მანდატურის სამსახურთან ერთად. გვიხარია, თქვენი ჩვენს გვერდით სამსახური მეგობრებო! გილოცავთ“, - ვკითხულობთ დირექტორის, ლეილა ბათურაშვილის წერილში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203