თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის შენობა სრულად რეაბილიტირდა. სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გაარემონტეს. ის მთლიანად მოსწავლეებისა და პედაგოგების ინტერესებს მოერგო.
ახალმა შენობამ სასკოლო საზოგადოებას კიდევ უფრო ამაღლებული განწყობა შეუქმნა და ახალი სასწავლო წელი შემართებითა და დიდი მონდომებით დაიწყეს.
ჩატარებულ სამუშაოებს სკოლის პედაგოგები, დირექტორი, მოსწავლეები და მშობლები დადებითად აფასებენ.
პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.