კარბის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი ღონისძიებით დაიწყო
20-09-2022
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარბის საჯარო სკოლაში ახალი 2022-2023 სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დაიწყო.

მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ერთმანეთს დიდი სიხარულით შეხვდნენ. მრავალფეროვანმა ღონისძიებამ კი საზეიმო განწყობა კიდევ უფრო მეტად აამაღლა.

სასკოლო საზოგადოებას დაუვიწყარი ღონისძიება მოსწავლეებმა მუსიკის პედაგოგის, მზია გოგინაშვილის ხელმძღვანელობით შესთავაზეს.

დირექტორმა, ღონისძიების თითოეულ მონაწილეს დირექტორმა, ნინო კოლოტაშვილმა მადლობა გადაუხადა და სწავლის დაწყება ყველას მიულოცა.

„ჩვენმა საყვარელმა მოსწავლეებმა მშვენიერი წარმოდგენა მოგვიწყვეს.  მადლობა ამისთვის მზია გოგინაშვილს მუსიკის პედაგოგს; მადლობა დაწყებითის კათედრას, ხელოვნების მასწავლებელს და თითოეულ პედაგოგს, ლამაზი, კომფორტული გარემო, რომ დაახვედრეს პატარებს! საამაყო სკოლა ხართ“, - ვკითხულობთ დირექტორის, ნინო კოლოტაშვილის წერილში.

​იხილეთ ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203