ახალციხის N5 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი მასშტაბური საზეიმო ღონისძიებით დაიწყო
20-09-2022
ახალციხის N5 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო.

გაიმართა ღონისძიებაც. სკოლის დირექტორმა ინგა ვარდიძემ სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს, პედაგოგებს და მშობლებს მიულოცა.
საზეიმო ღონისძიებას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ხმალაძე დაესწრნენ. მათ სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს სასწავლო პროცესის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

ცოდნის ზეიმი სკოლასთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსაბლმა -,,ლომსია“ და ხელოვნების სტუდია ,,პალიტრას“ მომღერლებმა გაამრავალფეროვნეს.

სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. ასევე, კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ პირველკლასელებსაც.

თავის მხრივ, მოსწავლეებმა სასწავლო წელი უდიდესი შემართებითა და ხალისით დაიწყეს. მათ სკოლის კარი ჟრიამულითა და ენთუზიაზმით შეაღეს. სკოლაში საწავლო წლის დაწყებას სრულიად სასკოლო საზოგადოებას ულოცავენ.

„სასწავლო წლის დასაწყისი მუდმივად არის წლის მნიშვნელოვანი მოვლენა, ამიტომაც განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს ყველას ამ დღისადმი, რადგან მას თან სდევს მასწავლებლის უდიდესი ენერგიის მობილიზება, რომ ბავშვებს ყველა პირობა ჰქონდეთ ხარისხიანი განათლების მისაღებად, მოსწავლის განწყობა - მიიღოს განათლება, მშობლის მოლოდინი რომ ახალმა სასწავლო წელმა მეტი საფუძველი შეუქმნას მომავალ თაობას. 2022-2023 სასწავლო წელი სკოლაში სწორედ ამ განწყობითა და მოლოდინით დაიწყო.
უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი სკოლის პედაგოგიური კოლექტივი ყოველთვის ზრუნავს მომავალ თაობებზე და არაერთი წარმატებული მოსწავლე აღუზრდია. მომავალშიც ასე იქნება და ბევრი კარგი მოსწავლე საკუთარი მიღწევებით კვლვ გაახარებს ახალციხის N5 საჯარო სკოლას!
სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი გილოცავთ წლის მნიშვნელოვანი მოვლენის დაწყებას.
წარმატებული, მოტივირებული, შემოქმედებითი და ნაყოფიერი სასწავლო წელი გვინდა გისურვოთ, ახალ-ახალი მიღწევებით დატვირთული. გვინდა გისურვოთ, ყოველი ახალი გაკვეთილი გახდეს პატარა საგანმანათლებლო მოგზაურობა ცოდნის სამყაროში.
ყველამ ერთად ვიზრუნოთ იმისათვის, რომ სწავლა-სწავლების პროცესი საინტერესო, ხალისიანი და წარმატებული იყოს....
ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და შესანიშნავ განწყობას გისურვებთ“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203