ქოსალარის საჯარო სკოლის მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მუნიციპალიტეტის მერმა და რესურსცენტრის წარმომადგენლებმა მიულოცეს
20-09-2022

15 სექტემბერს, სასწავლო პროცესი ქვეყანაში გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე განახლდა. წელს, საქართველოს სკოლების კარი მოსწავლეებმა ჟირმულითა და დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს, გამონაკლისი არც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქოსალარის საჯარო სკოლა ყოფილა. 

სკოლაში მოსწავლეთა საზეიმო მიღება გაიმართა. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის თანხლებით აღიმართა სახელმწიფო დროშა. სკოლაში უმასპინძლეს მუნიციპალიტეტის მერს და რესურსცენტრის წარმომადგენლებს. საპატიო სტუმრებმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება მიულოცეს და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს. 

აღსანიშნავია, რომ ქოსალარის საჯარო სკოლა სკოლა ჯანსაღი და უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, ყველა საჭირო რესურსითა და ინვენტარით არის აღჭურვილი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203