ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროს საჯარო სკოლაში ახალი 2022-2023 სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დაიწყო.მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ერთმანეთს დიდი სიხარულით შეხვდნენ. მრავალფეროვანმა ღონისძიებამ კი საზეიმო განწყობა კიდევ უფრო მეტად აამაღლა.
მოსწავლეებმა წარმოთქვეს ლექსები. ასევე, აღმართეს სახელმწიფო დროშა და შეასრულეს საქართველოს ჰიმნი.
დირექტორის, თენგიზ გობაძეს თაოსნობით სკოლაში განსაკუთრებით პირველკლასელებს შეხვდნენ. დირექციამ პატარებს საჩუქრები გადასცა.
ასევე, პატარა მოსწავლეებმა საზეიმო ვითარებაში ბუკები მიიღეს.
იხილეთ ფოტოები: