ცოდნის ზეიმი ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლაში 
20-09-2022
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლაში ახალი 2022-2023 სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დაიწყო.

მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ერთმანეთს დიდი სიხარულით შეხვდნენ. ღონისძიების საზეიმო განწყობა კიდევ უფრო პატარა მოსწავლეების მიერ აღმართულმა საქართველოს დროშამ აამაღლა.

ერთად შეკრებილმა სასკოლო საზოგადოებამ ერთმანეთს სწავლის დაწყება მიულოცა და ნაყოფიერი წელი უსურვა.

აღსანიშნავია, რომ სკოლის თითოეული პედაგოგის მთავარი საზრუნავია მოსწავლეებს საფუძვლიანი განათლება მისცეს.

იხილეთ ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203