ზარიძეების საჯარო სკოლის მეორეკლასელებს სწავლის პირველ დღეს პედაგოგმა დღესასწაული აჩუქა
თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეების საჯარო სკოლაში ახალი 2022-2023 სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დაიწყო.
მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ერთმანეთს დიდი სიხარულით შეხვდნენ.
პედაგოგმა, მაია ცოცხალაშვილმა მეორე კლასის აღსაზრდელებს განსაკუთრებული დახვედრა მოუწყო. მასწავლებელმა ბავშვებს ლამაზად მორთული საკლასო ოთახი დაახვედრა და სწავლის დაწყება მიულოცა.
ნიჭიერმა მეორეკლასელებმა სწავლის დაწყების დღესთან დაკავშირებით საინტერესო ნამუშევრებიც შექმნეს.
„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, ჩემო პატარებო. ულევ წარმატებას და წინსვლას გისურვებთ მთელი ცხოვრება.
ვეცადე სასიამოვნო გარემო შემექმნა საკლასო ოთახში და გამელამაზებინა დღე“, - ვკითხულობთ პედაგოგ, მაია ცოცხალაშვილის წერილში.
იხილეთ ფოტოები: