სიმონიანთხევის საჯარო სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს
20-09-2022

თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სიმონიანთხევის საჯარო სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს. 

სკოლის დირექციამ მომავალ თაობას საზეიმო დახვედრა მოუწყო. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის თანხლებით აღიმართა სახელმწიფო დროშა. სკოლის პედაგოგებმა განსაკუთრებით იზრუნეს პირველკლასელთა ამაღლებულ განწყობასა და მოტივაციაზე და საზეიმოდ მორთული სკოლა და საკლასო ოთახები დაახვედრეს. მათ საზეიმოდ გადაეცათ, კუთვნილი სახელმძღვანელოები და კომპიუტერები.

სკოლის დირექცია სასკოლო საზოგადოებას სასწავლო წლის დაწყებას კიდევ ერთხელ ულოცავს.

„გილოცავთ ყველას სწავლის დაწყებას და წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203