„წინ, ერთად წარმატებისკენ!“ - ცხუნკურის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი ზარ-ზეიმით დაიწყეს
20-09-2022

15 სექტემბერს, სასწავლო პროცესი გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე განახლდა. წელს, საქართველოს სკოლების კარი მოსწავლეებმა ჟირმულითა და დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს, გამონაკლისი არც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N2 საჯარო სკოლა ყოფილა.

საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის თანხლებით აღიმართა სახელმწიფო დროშა. სკოლის დირექციამ ახალი სასწავლო წლის დაწყება დიდი ზეიმით მიულოცა ყველას - მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს. სკოლის დირექტორმა, ნინო ჯალიაშვილმა წარმატება უსურვა ყველა მოსწავლეს, პედაგოგს და განსაკუთრებით იმ პირველკლასელებს, რომლებმაც პირველად შეაღეს სკოლის კარი.

პირველკლასელებს საზეიმოდ გადაეცათ, კუთვნილი სახელმძღვანელოები და კომპიუტერები.

„გილოცავთ ცოდნის დღეს და ახალი სასწავლო წლის დაწყებას! წინ, ერთად წარმატებისკენ!“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203