გულგულის საჯარო სკოლამ სასწავლო წელი გალამაზებულ გარემოში დაიწყო
20-09-2022
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი გალამაზებული ეზოთი და გარემოთი შეხვდა.
მოწესრიგდა და მოპირკეთდა სკოლის ეზოს შესასვლელი, სადაც ბავშვებმა საზეიმო დღესასწაული გამართეს.
სასკოლო საზოგადოება: დირექცია, პედაგოგები და მოსწავლეები დირექტორის, ლია სუხოშვილის ხელმძღვანელობით მუნიციპალიტეტის მერიას, სოფელ გულგულის ადმინისტრაციასა და დეპუტატს აღნიშნული საქმისთვის მადლობას უხდის.
„მადლობას ვუხდით ასევე, ყველა იმ პერსონალს, რომლებიც თავდაუზოგავად მუშაობდნენ. წარმატებები თქვენ და თქვენს ყველა დასახულ სასიკეთო საქმეს!მადლობა“, - ვკითხულობთ დირექტორის, ლია სუხოშვილის სამადლობელ წერილში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს