ლაფანყურის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2022-2023 სასწავლო წლის პირველი ზარი საზეიმოდ დაირეკა
20-09-2022
15 სექტემბერს, 2022-2023 სასწავლო წელი გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე განახლდა. წელს, საქართველოს სკოლებში მოსწავლეები დიდი ზარ-ზეიმით მიიღეს, გამონაკლისი არც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურის საჯარო სკოლა ყოფილა.
სკოლაში სასწავლო სეზონი საზეიმოდ გაიხსნა.
საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის თანხლებით აღიმართა სახელმწიფო დროშა. სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება მიულოცეს და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს.
სკოლის პედაგოგებმა განსაკუთრებით იზრუნეს პირველკლასელთა ამაღლებულ განწყობასა და მოტივაციაზე და საზეიმოდ მორთული საგანმანათლებლო გარემო დაახვედრეს.
სკოლის დირექცია სასკოლო საზოგადოებას სწავლის განახლებას კიდევ ერთხელ ულოცავს.
„ვულოცავთ ყველა პირველკლასელს პირველ ნაბიჯებს სკოლაში და წარმატებებს ვუსურვებთ! ყველა მოსწავლეს და პედაგოგს გისურვებთ საინტერესო, შემოქმედებით და წარმატებულ სასწავლო წელს!“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.
აღსანიშნავია, რომ ლაფანყურის საჯარო სკოლა ჯანსაღი და უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველსაყოფად საჭირო რესურსებითა და ინვენტარით არის აღჭურვილი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს