ქვემო არქევნის საჯარო სკოლაში დირექტორის, აიდა მამედოვას ინიციატივით, საინტერესო შეხვედრა ჩატარდა
20-09-2022

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო არქევნის საჯარო სკოლაში დირექტორის აიდა მამედოვასა და მასწავლებლების ინიციატივით​, პროექტის - „ქალთა ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის ხელშეწყობა უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში, საინტერესო შეხვედრა გაიმართა.

საინფორმაციო შეხვედრა სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმამ წარმართა.

პედაგოგებმა გამოთქვეს სურვილი გახდნენ პროექტის ბენეფიციარები, ისარგებლონ სკრინინგის პროგრამით. მასწავლებლებმა ასევე მზადყოფნა გამოხატეს ჩაერთონ პროექტისა და სკრინინგის პროგრამის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში.

პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს „ქალთა ფონდი საქართველოში“- Women's Fund in Georgia.

ფოტო:სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმა/Civil Equality Platform

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203