ქვემო მახოს საჯარო სკოლის პედაგოგი სალომე ლორთქიფანიძე მოსწავლეების დასახვედრად განსაკუთრებულად მოემზადა
21-09-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მახოს საჯარო სკოლის პედაგოგი სალომე ლორთქიფანიძე ახალი სასწავლო წლისა და მოსწავლეების დასახვედრად განსაკუთრებულად მოემზადა.

მასწავლებელი მათ მოუთმენლად ელოდა. სკოლაში მისულებს კი საზეიმო განწყობა შეუქმნა.

„2022-2023 სასწავლო წლის დასაწყისი წარმატებული ყოფილიყოს თითოეული ჩვენგანისთვის“,- წერს მასწავლებელი. 

სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს.

მოსწავლეებმა სასწავლო წელი უდიდესი შემართებითა და ხალისით დაიწყეს. მათ სკოლის კარი ჟრიამულითა და ენთუზიაზმით შეაღეს.

სკოლაში საწავლო წლის დაწყებას სრულიად სასკოლო საზოგადოებას ულოცავენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203