ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიის საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით განახლდა.
მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ერთმანეთს დიდი სიხარულით შეხვდნენ. სასწავლო წელი სკოლაში განახლებული ენერგიითა და მოტივაციით დაიწყო. ერთად შეკრებილმა სასკოლო საზოგადოებამ ერთმანეთს სწავლის დაწყება მიულოცეს და წარმატებული წელი უსურვეს.
სკოლაში განსაკუთრებული დახვედრა პირველკლასელებს მოუწყეს, რადგან მათ ცოდნის ტაძარში პირველად შეაბიჯეს. პატარა მოსწავლეებს საკლასო ოთახში პედაგოგებმა ბუკები და სახელმძღვანელოები დაახვედრეს.