ძველი ანაგის საჯარო სკოლის ეკოკლუბელები გარემოსდაცვით კამპანიას შეუერთდნენ
20-09-2022
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლაში გარემოსდაცვას უდიდეს ყურადღებას აქცევენ და ამ მიზნით სხვადასხვა აქტივობები ხშირად იმართება.

ამჯერად, სკოლის ეკოკლუბის წევრები და მათი ხელმძღვანელი ლიანა გოგილაშვილი გლობალურ კამპანიას - დასუფთავების მსოფლიო დღეს შეუერთდნენ.

„შემოგვიერთდით, ერთად დავიცვათ ჩვენი საერთო სახლი დედამიწა“, - მოსწავლეები და მათი ხელმძღვანელი სწორედ ამ სლოგანის გარშემო გაერთიანდნენ.

​შეგახსენებთ, რომ მსოფლიო დაცვის დღე მრავალ ქვეყანაში აღინიშნება და მისი მიზანი ჩვენს პლანეტაზე ზრუნვაა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203