სალომინაოს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის განახლება იზეიმეს
20-09-2022
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალომინაოს საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დაიწყო.

მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ერთმანეთს დიდი სიხარულით შეხვდნენ. მრავალფეროვანმა ღონისძიებამ კი საზეიმო განწყობა კიდევ უფრო მეტად აამაღლა.

მრავალფეროვანი აქტივობების ფარგლებში მოსწავლეებს არც მეგობარ ქვეყანაში, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები დარჩენიათ ყურადღების მიღმა და თანატოლებს საკუთარი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს.

სკოლაში განსაკუთრებული დახვედრა პირველკლასელებს მოუწყეს, რომლებმაც ცოდნის ტაძარში პირველად შეაბიჯეს. მათმა პირველმა დამრიგებელმა პატარა მოსწავლეებს ლამაზად მორთული საკლასო ოთახი, დაახვედრა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203