ბათუმის N25 საჯარო სკოლაში ახალი 2022-2023 სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დაიწყო.
მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ერთმანეთს დიდი სიხარულით შეხვდნენ. მრავალფეროვანმა ღონისძიებამ კი საზეიმო განწყობა კიდევ უფრო მეტად აამაღლა.
ლამაზად გაფორმებულ სკოლის ეზოში შეკრებილმა სასკოლო საზოგადოებამ ერთმანეთს სწავლის დაწყება მიულოცა და წარმატებული წელი უსურვა.
სკოლაში განსაკუთრებულად პირველკლასელებს შეხვდნენ, რომლებმაც ცოდნის ტაძარში შეაბიჯეს. მოსწავლეებს პედაგოგებმა ბუკები და სახელმძღვანელოები დაახვედრეს.
საკლასო ოთახებში დაბრუნებულ მოსწავლეებს გარემო ფერადი ბუშტებით გაფორმებული დახვდათ.
იხილეთ ფოტოები: