„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა ჯანსაღ გარემოში სრულფასოვანი განათლება მიიღონ“-ხაჩკოვის საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდა
20-09-2022
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელი სასიამოვნო სიახლეებით დაიწყო.

დასრულდა შენობის სრული რეაბილიტაცია. სკოლის ტერიტორიაზე მოეწყო ახალი, თანამედროვე სტანდარტების მოედანი, გარემონტდა სკოლის სპორტ-დარბაზი, სკოლას გადაეცა ახალი ინვენტარი.

აღსანიშნავია, რომ სკოლის პედაგოგიური კოლექტივი შემართებითა და მაღალი მოტივაციით შეუდგა საქმიანობას.

„თითოეული მასწავლებელი, ადმინისტრაცია ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას ჩვენი აღსაზრდელების მიმართ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა ჯანსაღ გარემოში სრულფასოვანი განათლება მიიღონ.

ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი, გილოცავთ ახალი 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებას და წარმატებულ, ნაყოფიერ საქმიანობას გისურვებთ!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203