ოდიშის N1 საჯარო სკოლის დირექციამ მოსწავლეებს საზეიმო დახვედრა მოუწყო
20-09-2022

15 სექტემბერს, სასწავლო პროცესი გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე განახლდა. წელს, საქართველოს სკოლებში მოსწავლეები დიდი ზარ-ზეიმით მიიღეს, გამონაკლისი არც ალექსანდრე საჯაიას სახელობის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდიშის N1 საჯარო სკოლა ყოფილა. 

ოდიშის N1 საჯარო სკოლის დირექციამ მოსწავლეებს საზეიმო დახვედრა მოუწყო. 

პირველკლასელებს სკოლაში მისვლა მიულოცეს პირველი კლასის მასწავლებელმა, ლეილა თირქიამ და XII კლასის მოსწავლეებმა.

ღონისძიება გახსნა სკოლის დირექტორმა, ეკატერინე ჯინიოლიამ, რომელმაც მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა. პირველკლასელებს კი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა.

აღსანიშნავია, რომ ოდიშის N1 საჯარო სკოლა ჯანსაღი და უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით საჭირო რესურსებითა და ინვენტარით არის აღჭურვილი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203