უჩმანის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დაიწყეს
20-09-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დაიწყო.
მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ერთმანეთს დიდი სიხარულით შეხვდნენ. მრავალფეროვანმა ღონისძიებამ კი საზეიმო განწყობა კიდევ უფრო მეტად აამაღლა.
სასკოლო საზოგადოება ლამაზად გაფორმებულ სკოლის ეზოში შეიკრიბა და ერთმანეთს სწავლის დაწყება მიულოცეს.
სკოლაში განსაკუთრებული დახვედრა პირველკასელებს მოუწყეს, რომლებმაც ცოდნის ტაძარში პირველად შეაბიჯეს. მოსწავლეებს პედაგოგებმა ბუკები და სახელმძღვანელოები საზეიმო ვითარებაში გადასცეს. იხილეთ ფოტოები:
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს