ჭვინთის საჯარო სკოლის მოსწავლეები დასუფთავების მსოფლიო დღის აღნიშვნას გარემოსდაცვითი აქციით შეუერთდნენ
20-09-2022
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ საინტერესო და მრავალფეროვან ღონისძიებებს უძღვნიან.
ამჯერად, სკოლის მოსწავლეები 18 სექტემბერს დასუფთავების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ აქციაში - Let's do it Georgia მონაწილეობდნენ.
ბავშვებმა სკოლის ეზო, მიმდებარე ტერიტორია და სოფლის ცენტრი დაასუფთავეს. მოსწავლეების აზრით სუფთა გარემო საწინდარია ჯანსაღი ცხოვრებისა და მსოფლიოში მცხოვრები თითოეული მოქალაქე ვალდებულია, დაიცვას გარემოს სისუფთავე და თავისი წვლილი შეიტანოს ამ დიდ საქმეში.
აღსანიშნავია, რომ ამ მნიშვნელოვანი აქტივობის ლიდერი მანანა ჩინჩალაძე გახლდათ.
„მადლობა გვინდა გადავუხადოთ ორგანიზაციას - Let's do it Georgia და სკოლის დირექციას მხარდაჭერისთვის“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო დაცვის დღე მრავალ ქვეყანაში აღინიშნება და მისი მიზანი ჩვენს პლანეტაზე ზრუნვაა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს