ყაურმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წელი ახალ შენობაში საზეიმოდ დაიწყეს
20-09-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელი ყაურმის საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წლის დაწყება ახალ შენობაში და საზეიმო ვითარებაში აღნიშნეს. მოსწავლეებმა სასწავლო პროცესი ახალ და კომფორტულ გარემოში განაახლეს.
სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებული, ნაყოფიერი წელი უსურვეს.
სკოლაში საზეიმო ღონისძიება სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო, რამაც განწყობა კიდევ უფრო აამაღლა. ღონისძიებაში თავად მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომლებმაც მრავალფეროვანი აქტივობები წარადგინეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს სიგელები და დიპლომები გადაეცათ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს