ალექსეევკის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი ზეიმით დაიწყო
20-09-2022

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ალექსეევკის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი ზეიმით დაიწყო.

სახელმწიფო ჰიმნის მოსმენის და დროშის აღმართვის შემდეგ, სკოლის დირექტორმა სასკოლო საზოგადოებას სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. 

მოსწავლეებმა შეასრულეს ცეკვები, სიმღერები, წაიკითხეს ლექსები, ბავშვებს დახვდათ საზეიმოდ მორთული საკლასო ოთახები.

პოზიტიურმა გარემომ დადებითად იმოქმედა პირველკლასელთა განწყობაზე, ღონისძიებამ ხელი შეუყწყო მათ ადაპტირებას ახალ სასწავლო გარემოში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203