თბილისის N118 საჯარო სკოლის პირველკლასელებს პედაგოგი ეკატერინე მჭედლიშვილი ცოდნის ტაძარში საზეიმოდ შეუძღვა
19-09-2022
თბილისის N118 საჯარო სკოლაში ახალი 2022-2023 სასწავლო წელი განსაკუთრებული ღონისძიებების ფონზე დაიწყო.

სკოლაში განსაკუთრებულად პირველკასელებს შეხვდნენ, რომლებისთვისაც ეს დღე ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რადგან მათ ცხოვრების ახალი და უმნიშვნელოვანესი ეტაპი დაიწყეს.

პირველკლასელების პედაგოგმა, ეკატერინე მჭედლიშვილმა აღსაზრდელებს ლამაზად გაფორმებული საკლასო ოთახი დაახვედრა და ცოდნის ტაძარში შეუძღვა.

პედაგოგმა და მოსწავლეებმა ერთად სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს, რითიც სადღესასწაულო განწყობა კიდევ უფრო მეტად აიმაღლეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203