სასწავლო წლის შთამბეჭდავი დასაწყისი გურკელის საჯარო სკოლაში
19-09-2022
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურკელის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო. 

მოეწყო ღონისძიება, სადაც მოსწავლეებმა და პედაგოგებმა სწავლის დაწყება ერთმანეთს მიულოცეს. 

მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და სხვადასხვა საინტერესო ნომერი წარადგინეს. სკოლაში მოეწყო სურვილების ხე, სადაც კონვერტი ყველა კლასისთვის იყო განთავსებული. მოსწავლეებმა სასწავლო წელთან დაკავშირებით, თავიანთი სურვილები და მოლოდინები დაწერეს. შემდეგ კი კონვერტში განათავსეს. 

სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და ჰიმნიც გააჟღერეს. მოსწავლეები სკოლაში უდიდესი შემართებითა და ხალისით შევიდნენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203