თბილისის N118 საჯარო სკოლის პედაგოგმა, ირმა აბულაშვილმა პირველკლასელებს ზღაპრული დახვედრა მოუწყო
19-09-2022
თბილისის N118 საჯარო სკოლაში პირველკლასელებს განსაკუთრებული სიხარულით დახვდნენ.
კლასის ხელმძღვანელმა, ირმა აბულაშვილმა პატარა მოსწავლეებს, რომლებმაც ცოდნის ტაძარში პირველად შეაბიჯეს ლამაზად მორთული საკლასო ოთახი დაახვედრა.
პედაგოგმა მოსწავლეებს სწავლის პირველ დღეს გააცნო წიგნები, ასწავლა ლექსი და პარარელურ კლასებში სტუმრადაც წაიყვანა. ბავშვებმა სკოლაში ყოფნის პირველ დღეს სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, რამაც საზეიმო განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.
მასწავლებლის მიერ დაგეგმილი აქტივობებით პირველკლასელთათვის სწავლის დაწყების პირველი დღე დაუვიწყარი აღმოჩნდა და სწავლას გულმოდგინეთ შეუდგნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს