კუჭატნის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს განსაკუთრებული საზეიმო მიღება მოუწყვეს
19-09-2022
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატნის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმო მიღებით დაიწყო

სკოლაში განსაკუთრებული სიხარულით მიიღეს 7 პირველკლასელი. მათ დორექტორმა ნინო მელქოშვილმა მიულოცა და კუთვნილი კომპიუტერები წიგნები გადასცა. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებთან შესახვედრად ყველა პედაგოგი განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდა. 
 
სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. 
 
თავის მხრივ, მოსწავლეებმა სასწავლო წელი უდიდესი შემართებითა და ხალისით დაიწყეს. მათ სკოლის კარი ჟრიამულითა და ენთუზიაზმით შეაღეს.
 
სკოლაში საწავლო წლის დაწყებას სრულიად სასკოლო საზოგადოებას ულოცავენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203